სიახლეები
-
16 სექტემბერი 2019
თქვენი რეკლამა
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა 2019 წელს დაიწყება
გურჯაანში ცხოველთა თავშესაფრის პროექტირება დასრულებულია. მუნიციპალაური განვითარების ფონდის მიერ გამოცხადებულ ტენდერში კომპანია „კოლიერსმა“ გაიმარჯვა, რომელმაც შექმნა პროექტი 5000 კვ.მ. ფართობზე ევროპული სტანდარტების ცხოველთა თავშესაფრის ასაშენებლად.
როგორც ფონდში აცხადებენ მიუსაფარი ძაღლების საკითხი კახეთის რეგიონში მწვავედ დგას, ხშირად არის ადგილობრივების დაკბენის ფაქტები და ეპიდემიების გავრცელების საშიშროებაც.
აღნიშნული თავშესაფარი აღჭურვილი იქნება ვოლიერებით, ლაბორატორიით ვეტერინარული კლინიკით . თავშესაფარი უზრუნველყოფს დაკარგული ცხოველების პატრონის მოძიებას და ახალი პატრონების პოვნას. ცხოველებზე ზრუნვისკენ მიმართულ საინფორმაციო კამპანიებს.პროექტის შექმნა 2019 წლის იანვარში დაიწყო და ივლისში დასრულდა.
ამჟამად გამოცხადებულია მეორე ტენდერი ამ უკვე დაპროექტებული თავშესაფრის მშენებლობაზე, რომელიც სავარაუდოდ დაიწყება 2019 წლის ოქტომბერში და სავარაუდოდ დასრულდება 2020 წლის ნოემბერში. პროექტის მშენებლობის ჯამური ღირებულება 2 მლნ ლარია.
ტეგები