სიახლეები
-
02 სექტემბერი 2019
თქვენი რეკლამა
ინდონეზია ახალი დედაქალაქის მშენებლობას იწყებს
ინდონეზიის პრეზიდენტმა ჯოკო ვიდოდომ საზოგადოებას ახალი დედაქალაქის მშენებლობის ღირებულებისა და ადგილმდებარეობის შესახებ დამატებითი ინფორმაცია გააცნო. პრეზიდენტს დედაქალაქის გადატანა მჭიდროდ დასახლებული და გადატვირთული ჯაკარტიდან ბორნეუს კუნძულზე სურს. ამის შესახებ ინფორმაციას Deutsche Welle ავრცელებს.
ახალი დედაქალაქი გაშენდება ბორნეოს აღმოსავლეთით, კალიმანტანის პროვინციაში, ქალაქ სამარინდას და საპორტო ქალაქ ბალიკპაპანს შორის."ეს არის სტრატეგიული ადგილმდებარეობა ინდონეზიის ცენტრში, მზარდი ურბანული ზონის მახლობლად", - განაცხადა ვიდოდომ პრესკონფერენციაზე. პრეზიდენტის თქმით, დედაქალაქისთვის ადგილმდებარეობის შეცვლა ჯამში 33 მილიარდი აშშ დოლარი დაჯდება, ფინანსების მოძიება კი სახელმწიფო, საჯარო-კერძო პარტნიორობის და კერძო ინვესტიციების საშუალებით იგეგმება. პროექტის განხორციელება 2024 წელს დაიწყება.
ჯაკარტის მოსახლეობა 10 მილიონ ადამიანს შეადგენს. ის ჯავას კუნძულზე მდებარეობს - კომერციული ცენტრი, რომლის წილიც ინდონეზიის მთლიან შიდა პროდუქტში 58%-ია; ამ კუნძულზე ქვეყნის მოსახლეობის თითქმის ნახევარი ცხოვრობს, ინდონეზიის მოსახლეობის რაოდენობა კი 260 მილიონამდეა.