სიახლეები
-
14 აგვისტო 2019
თქვენი რეკლამა
სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს
საკურორტო სოფელ მუხურში პირველი სასტუმროს მშენებლობა მიმდინარეობს. ინფორმაციას სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.
სამშენებლო პროცესს, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, პირველ მოადგილე დავით ფარცვანიასთან და ჩხოროწყუს მერთან ერთად გაეცნო.„მუხურის ცენტრში, მაღალი კლასის, ევროპული სტილის 30 ნომრიანი სასტუმრო შენდება. სასტუმრო კომპანია „Mukhuri Resort“–ის მიერ ფინანსდება. სამუშაოებს „თორი სტუდიო“ ასრულებს. ინვესტიციის ოდენობა 4 მილიონ ლარს აღემატება. ამ ეტაპზე სამუშაოებში დასაქმებულია 30-ზე მეტი ადამიანი. პროექტის დასრულების შემდეგ კი აქ 50-მდე მოქალაქე დასაქმდება. პროექტის ფარგლებში, სოფელ მუხურში, იგეგმება ასევე მეორე, მაღალი სტანდარტების სასტუმროს მშენებლობა“–ნათქვამია ინფორმაციაში.