მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 14  აგვისტო  2019

    ბაკურიანში ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატისთვის საბაგიროების მშენებლობა იწყება

    ბაკურიანში, დიდველის მიმდებარე ტერიტორიაზე დღეს მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანია „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფთან“ სამი ახალი საბაგიროს მშენებლობის დაწყებასთან დაკავშირებით ხელშეკრულება გაფორმდება.


    ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინფორმაციით, საბაგიროების მშენებლობა თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში 2023 წლის მსოფლიო ჩემპიონატისთვის დიდველის ტერიტორიაზე უნდა განხორციელდეს.


    ხელშეკრულების გაფორმების ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე გახსნის. ღონისძიებას ასევე დაესწრებიან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ დირექტორი თეიმურაზ გამცემლიძე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის, ფრისტაილის კოორდინატორი ჯოზეფ ფიდჯერალდი, ავსტრიის ელჩი არად ბენკო და „დოპელმაიერ-გარავენტა ჯგუფის“ რეგიონული კოორდინატორი ვალერი იაშინი.

    ხელშეკრულებას ავსტრიულ-შვეიცარულ კომპანიასთან საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ გააფორმებს. ღონისძიება დღეს, 11:00 საათზე დაიწყება.


    ფრისტაილის მსოფლიო ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება საქართველომ 2018 წელს მოიპოვა.

     

     


პარტნიორები