მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 06  ივლისი  2016

    მოსახლეობამ გერგეთის ქუჩაზე სასტუმროს მშენებლობა გააპროტესტა

    გერგეთის შესახვევი #3-ში 82-ადგილიანი სასტუმროს მშენებლობა დღეს მოსახლეობამ აქციით გააპროტესტა.

    მოსახლეობის ინფორმაციით, გერგეთის შესახვევ #3-ში სასტუმროს მშენებლობას სამშენებლო კომპანია „ბეტა კაპიტალი“ აწარმოებს, დამკვეთი კი შპს „კასს 1“-ია. გერგეთის ქუჩაზე მშენებლობა სამ ადგილზე მიმდინარეობს. როგორც მოსახლეობა აცხადებს, მათგან ერთ ადგილზე  სასტუმროს მშენებლობა ხდება, მეორეზე - კორპუსის, ხოლო მესამე ადგილზე რა შენდება, უცნობია.

    „გაერთიანებული დემოკრატების“ ფრაქცია მიმართავს ქალაქის ხელისუფლებას, სასტუმროს მშენებლობის პროცესს ტექნიკური ზედამხედველობა გაუწიოს, რათა მოსახლეობამ მშენებლობისგან ნაკლები ზიანი მიიღოს. 

     

     

     

     

     


პარტნიორები