სიახლეები
-
05 აგვისტო 2019
თქვენი რეკლამა
ურეკში სასტუმროს მშენებლობაზე მუშა დაიღუპა
ურეკში სასტუმროს მშენებლობიდან ორი ადამიანი გადავარდა. 60-წლამდე კაცი ადგილზე დაიღუპა, მეორე კი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანა.
დაშავებულს სხვადასხვა სახის დაზიანებები აღენიშნება, თუმცა ისინი სიცოცხლესთან შეუთავსებელი არ არის.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც გულისხმობს სამთო-სამშენებლო ან სხვა სამუშაოების წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.