მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  ივლისი  2019

    ანაკლიის პორტის გენერალური მშენებელი ფრანგული კომპანია გახდა

    საქართველოში ევროპის უმსხვილესი სამშენებლო კომპანია Eiffage შემოდის. ის „ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“ გენერალური კონტრაქტორი იქნება და ანაკლიის პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს პარტნიორ კომპანიებთან, კერძოდ, შვეიცარულ ABB-თან და ქართულ CRP-თან ერთად შეასრულებს. ამის შესახებ ინფორმაციას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმი" ავრცელებს.

    გენერალური კონტრაქტორის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში მსოფლიოს წამყვანი სამშენებლო-საინჟინრო კომპანიები მონაწილეობდნენ. კონკურსი რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა და არჩევანი კონსორციუმმა ფრანგულ Eiffage-ზე შეაჩერა, რომელიც ევროპაში სამშენებლო კომპანიათა ხუთეულში შედის და მსოფლიოს მასშტაბით 100 000-ზე მეტი მნიშვნელოვანი პროექტი აქვს განხორციელებული.

    Eiffage-ი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პირველი ფაზის სამშენებლო სამუშაოებს შეასრულებს და კონტრაქტის მიხედვით მის მიერ მშენებლობაზე დასაქმებულთა 90% ადგილობრივი მოსახლეობა იქნება. მშენებლობაზე სულ 1 500 ადამიანი დასაქმდება. ფრანგული კომპანია უკვე აქტიურად ჩაერთო ანაკლიის პორტის პირველი ფაზის დეტალური დიზაინის დასრულების პროცესში", -აცხადებენ კონსორციუმში.

    Eiffage-ი 1844 წელს დაარსდა. მსოფლიოს მასშტაბით მის მიერ განახორციელებული პროექტები როგორც ურბანული განვითარების, ასევე პორტების, სამანქანო გზებისა თუ ენერგო სისტემების მშენებლობის მიმართულებებს მოიცავს. დღეისათვის Eiffage-ი მსოფლიოს 5 კონტინენტზე, 50 ქვეყანაშია წარმოდგენილი.

    კომპანია Eiffage-ი გამოირჩევა მშენებლობაში ინოვატორული მიდგომებით, უსაფთხოებისა და ხარისხის განსაკუთრებულად მაღალი სტანდარტების დაცვით და თანამშრომლებისათვის შრომის საუკეთესო პირობების უზრუნველყოფით.

    Eiffage-ის მიერ განხორციელებულია ისეთი დიდი მასშტაბის პროექტები, როგორიცაა Port of Barcelona და Port of Dakar ესპანეთსა და სენეგალში, ხიდები და სარკინიგზო გზები ევროპის მრავალ ქვეყანაში, EuroAirport Basel Mulhouse Freiburg შვეიცარიასა და Airport – Crete საბერძნეთში, უდიდესი ხიდები El Tigre Viaduct და Unibridge® bridges კოლუმბიასა და ფილიპინებში და სხვა.

    15 ივნისს მთავრობამ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმს“ ვალდებულებების შესრულება 2019 წლის ბოლომდე გადაუვადა

    ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის დაფინანსების საკითხზე 21 მაისს მოლაპარაკებების მეორე რაუნდი გაიმართა. მხარეებმა კრედიტორი ინსტიტუტების მიერ წარმოდგენილი 8-პუნქტიანი მოთხოვნა განიხილეს.

    შეხვედრის შემდეგ „თიბისი ბანკის” თანადამფუძნებელმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ანაკლიის პროექტს არანაირი შეფერხება არ ემუქრება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა 2017 წლის დეკემბერში ადრეული სახმელეთო სამუშაოებით დაიწყო. პორტის პირველი ფაზის მშენებლობის დასრულება და პირველი გემების მიღება 2020 წლის ბოლოსკენ იგეგმებოდა.

     

     

     


პარტნიორები