სიახლეები
-
06 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
შუახევიჰესისთვის 37,2 კილომეტრის სიგრძის გვირაბი შენდება
შუახევიჰესი ქვეყნის უმსხვილესი საინვესტიციო-ინფრასტრუქტურული პროექტია, მსგავსი მასშტაბის მშენებლობა ენერგო სექტორში ბოლო 35 წელია, ენგურჰესის შემდგომ, არ განხორციელებულა.
მშენებლობა დასასრულს უახლოვდება, სულ მალე შუახევიჰესის სახით ქვეყანას 187 მეგავატი სუფთა ენერგიის მწარმოებელი სადგური შეემატება. ამ ეტაპზე პროექტის 80% დასრულებულია, მნიშვნელოვანი პროგრესია მიღწეული:
გვირაბების, ძალური კვანძის, კაშხლების მშენებლობის პროცესში.
პროექტის უმნიშვნელოვანეს ნაწილს გვირაბების გაყვანა წარმოადგენს, შუახევჰესისთვის უნდა აშენდეს ჯამური სიგრძით 37,2 კმ სიგრძის გვირაბი, რომლის სამშენებლო სამუშაოების 90% მეტი უკვე დასრულებულია, შესაბამისად მიღწეული პროგრესი საპროექტო სამუშაოების მთავარ წარმატებას წარმოადგენს. პროექტს კომპანია ,,აჭარისწყალი ჯორჯია“ ახორციელებს, რომლის დამფუძნებლებიც ინდური TaTa Power, ნორვეგიული Clean Energy და მსოფლიო ბანკის წევრი IFC არიან. ინვესტიციის ჯამური მოცულობა 416 მილიონი ამერიკული დოლარია.