მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 15  ივლისი  2019

    ბათუმის ბულვარი თურქეთის საზღვრამდე გაგრძელდება და სიგრძით მსოფლიოში მეორე იქნება - პროექტზე მუშაობა დაიწყო

    ბათუმის ბულვარი თურქეთის საზღვრამდე გაგრძელდება და სიგრძით მსოფლიოში მეორე იქნება.


    ამბიციურ პროექტზე მუშაობა უკვე აქტიურ ფაზაშია და სულ რამდენიმე წელში საქართველოს ტურისტული ზონა კიდევ უფრო მიმზიდველი და პოპულარული გახდება.


    პროექტის დეტალებზე „კომერსანტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის პირველი მოადგილე თორნიკე კუჭავა ესაუბრა:


    „ეს არის აჭარის ტურიზმის განვითარების მიმართულებით დაგეგმილი პროექტებიდან ერთ-ერთი ყველაზე მთავარი ინიციატივა. გაიზრდება ბათუმის ბულვარის სიგრძე (ის გახდება 20 კმ.-ზე მეტი) და ასევე სრულად შეიცვლება გონიო, როგორც დასასვენებელი კურორტი. შეიცვლება კვარიათისა და სარფის მაღალმთიანი ნაწილი. რაც ასევე მთავარია იქ, სადაც ახლა ბათუმის ბულვარი მთავრდება, გაშენდება ხიდი, რომელიც გონიომდე, უფრო ზუსტად მდინარე ჭოროხის დელტამდე გაგრძელდება “.

     

    ხიდის აშენებას აჭარის მთავრობა აზიის განვითარების ბანკის ხელშეწყობით ახორციელებს. პროექტი უკვე დამტკიცდა და ახლა ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა მიმდინარეობს.

    „კვლევის ფარგლებში დაზუსტდება რა ტიპის ხიდი უნდა გაკეთდეს - მისი სიმაღლე, სიგრძე; როგორი იქნება და ა.შ. ეს ნაწილი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან მდინარე ჭოროხის დელტის ტერიტორია გახლავთ ეკოლოგიურად საფრთხილო ადგილი. აჭარა, ჩიტების მიგრაციით სიდიდით მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. ამიტომ ახალი ხიდი, შესაძლებელია სულაც საფეხმავლო გაკეთდეს და იყოს გარემოს მაქსიმალურად ადაპტირებული. მთავარია ეს ლოკაცია არ დაზიანდეს და ეკოლოგიური სისუფთავე შევინარჩუნოთ“,— ამბობს კუჭავა.



    სანაპირო ზოლის გაგრძელებისა და ხიდის გაშენების გარდა, ასევე დაგეგმილია გონიოს ციხის წინა ტერიტორიის სრულად შეცვლა და კეთილმოწყობაც, შესაბამისი ინფრასტრუქტურით. აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ ლოკაცია ორ ნაწილად გაყო, საიდანაც ერთს აზიის განვითარების ბანკი შეისწავლის, ხოლო მეორე მხარეზე, უწყება განაშენიანების გეგმაზე ტენდერს უახლოეს მომავალში გამოაცხადებს.

     


     

    „მთავარი მოთხოვნაა, გონიოს ციხის მოპირდაპირე მხარე და მთელი ეს ტერიტორია იყოს ეკო-მეგობრული და ენერგოდამზოგავი. შესაბამისად, ნებისმიერი ინვესტიცია თუ დაგეგმილი პროექტი უნდა იყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურით განსაზღვრული“,- განმარტავს თორნიკე კუჭავა.


    რაც შეეხება კვარიათსა და სარფს, მისის თქმით, ამ შემთხვევაში მხოლოდ მაღალმთიანი ნაწილის განაშენიანებაა დაგეგმილი:


    „უკვე ვამუშავებთ შესაბამის გეგმას, რომლის მიხედვითაც განისაზღვრება საცხოვრებელი ზონები, სასტუმროებისთვის გამოყოფილი ადგილები და ა.შ. მიზანი არის ის, რომ ავირიდოთ ქაოტური მშენებლობა, რაც სანაპირო ზოლთან ახლოს უკვე ისედაც მრავლადაა“.


    გონიოს განვითარების ხედვის დეტალები შეგიძლიად იხილოთ ვიდეოში:

     

     

     

     


პარტნიორები