სიახლეები
-
09 ივლისი 2019
თქვენი რეკლამა
ლონდონში საზღვაო კონტეინერებით პირველი ცათამბჯენი აშენდება
ლონდონის აღმოსავლეთ რაიონში ვალანს-როუდში საზღვაო კონტეინერებით, მსოფლიოში პირველი ცათამბჯენი აშენდება. techcult-ის ცნობით, პროექტს სტუდია Patalab Architecture განახორ6ციელებს. შენობა 9 სართიულიანი იქნება, სიმაღლე კი 26 მეტრს შეადგენს.
თავისი ზომებით, ლონდონის ცათამბჯენი, მანამდე შვეიცარიაში, ციურიხში კონტეინერებით აგებულ სავაჭრო ცენტრ Freitag-ს ორი მეტრით აღემატება.
პროექტი დასრულების შემდეგ, შენობის საოფისე ფართები იჯარით გაიცემა. შენობაში განთავსდება კაფე და სხვადასხვა კომპანიების მომსახურე ოფისები.არქიტექტურული სტუდია Patalab Architecture-ს ექსპერტების შეფასებით, შენობის აგება 30%-ით იაფი დაჯდება, ჩვეულებრივი საოფისე შენობის მშენებლობისგან განსხვავებით.
ტეგები