სიახლეები
-
03 ივნისი 2019
თქვენი რეკლამა
თბილისში, ორბელიანის განახლებული მოედანი იხსნება
ორბელიანის მოედნის განახლება დასრულებულია. ისტორიულ არეალში არსებულ 20 შენობას ჩაუტარდა რესტავრაცია-რეაბილიტაცია. მათგან 13 ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია.
შენობების რეაბილიტაციის პარალელურად, ფხოვის და ხაზინის ქუჩების ქვეშ განთავსდა 170 მანქანაზე გათვლილი მიწისქვეშა ავტოსადგომი, რომლის ფართობი 5700 კვადრატული მეტრია.
ასედე დასრულდა ორი ძეგლის სტატუსის მქონე რეკრეაციული ზონის - 9 აპრილის სახელობის (ქვედა იარუსი) და ორბელიანების სახელობის სკვერების რეაბილიტაცია, განახლდა ინფრასტრუქტურა და გამწვანების კომპონენტი. აღნიშნული სამუშაოების ღირებულება 1.5 მლნ ლარია.
2 ძირითადი ქუჩა საფეხმავლო მონაკვეთად მოეწყო. ქუჩები მოპირკეთდა, შეიცვალა განათება, დაირგო მრავალწლოვანი ხე-მცენარეები, დამონტაჟდა სხვადასხვა ტიპის განათებები, მოეწყო ახალი სატრანსპორტო კვანძები, ადაპტირებისა და რეკრეაციული მოთხოვნების დაცვით. სივრცეში განთავსდა მხატვრული სცენა და გამოფენისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა. განხორციელდა წვდომის სისტემების მონტაჟი საფეხმავლო მონაკვეთების იზოლირებისთვის. კეთილმოწყობის კომპონენტის ჯამური ღირებულება, დაახლოებით, 15 მლნ ლარია.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.
თბილისის მერი დღეს 20:00 საათზე განახლებული მოედნის საზეიმო გახსნაზე თბილისელებსა და თბილისის სტუმრებს ეპატიჟება.
ორბელიანის მოედნის რეაბილიტაცია 2017 წლის ივნისიდან დაიწყო და სამუშაოებს ჯამში 2 წელი დასჭირდა.ტეგები