სიახლეები
-
03 ივნისი 2019
თქვენი რეკლამა
თბილისის აეროპორტის გზაზე „მაკდონალდსის“ ახალი რესტორნის მშენებლობა იწყება
რამოდენიმე კვირაში თბილისში, აეროპორტის გზაზე ახალი „მაკდონალდსის“ მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად ბიზნესმენმა თემურ ჭყონიამ განუცხადა.
„ტერიტორია, სახელმწიფო საკუთრებაშია და ველოდებით მთავრობის გადაწყვეტილებას,რომ ვიყიდოთ.ეკონომიკის სამინისტრომ უკვე დაამუშავა პროექტი,გავიარეთ თბილისის საკრებულოს ეტაპიც და დაგვრჩა მთავრობის გადაწყევტილება. ამას რომ მივიღებთ, პროექტი მზადაა და უკვე მშენებლობას დავიწყებთ“-აცხადებს ჭყონია.
პროექტში სტანდარტულად, დაახლოებით 3 მილიონი ევროს ინვესტიცია განხორციელდება.
„მაკდონალდსი“ რესტორნების წამყვანი გლობალური ქსელია, რომელიც მსოფლიოს 119 ქვეყანაში ოპერირებს და ყოველდღიურად დაახლოებით 68 მილიონ ადამიანს ემსახურება. საქართველოში „მაკდონალდსის“ პირველი რესტორანი 1999 წლის 5 თებერვალს გაიხსნა და მას შემდეგ სხვადასხვა რეგიონში გეგმაზომიერად ფართოვდება: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდში და რუსთავში.ტეგები