სიახლეები
-
05 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
თურქეთში პორტის Petlim მშენებლობის მეორე ფაზა შემოდგომაზე დასრულდება
თურქეთში საკონტეინერო პორტის Petlim სამშენებლო პროექტის ღირებულება, რომელშიც კომპანია Petkim 70%-იან წილს ფლობს, დაახლოებით 282 მილიონი დოლარს შეადგენს, - განაცხადა აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია SOCAR-ის წარმომადგენელმა, რომელიც თურქული ნავთობ-ქიმიური კომპლექსის Petkim დაახლოებით 57.5 % მფლობელია.
ამასთან, 212 მილიონი დოლარი თურქეთის Akbank კრედიტის ფარგლებში იქნა მოზიდული. დარჩენილი დასაფინანსებელი 70 მილიონი დოლარი კი პროექტის აქციონერებმა გამოყეს.
კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, პროექტის პირველი ფაზა მიმდინარე წლის აპრილში დასრულდა და სამართავად კომპანიას APM Terminals გადაეცა. პროექტის მეორე ფაზის დასრულებას შემოდგომაზე ვარაუდობენ.
შეთანხმების ფარგლებში, Petlim APM Terminals პორტის მშენებლობამდე კომპანია Petlim 65 მილიონ დოლარს გადაუხდის. მომდევნო წლებში Petlim-ი APM საერთო შემოსავლებიდან 35% მიიღებს.
პორტი Petlim აქციონერები არიან: Petkim – 70% და Goldman Sachs – 30%. 2013 წელს APM Terminals-თან პორტის 28 წლიანი მართველობის ხელშეკრულება გაფორმდა.