სიახლეები
-
29 მაისი 2019
თქვენი რეკლამა
ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო აშენდა
აშშ-ში, ფლორიდაში გიტარის ფორმის სასტუმრო გაიხსნება. 1.5 მილიარდი დოლარის ღირებულების შენობა ფლორიდაში Hard Rock ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი პროექტის ნაწილია, რომელიც ასევე მოიცავს სხვა $2.2 მილიარდიანი სასტუმროებისა და კაზინოს მშენებლობას.
სასტუმრო ოფიციალურად 24 ოქტომბერს გაიხსნება. ოთახების დაჯავშნა კი უკვე 24 ივლისიდან იქნება შესაძლებელი.კომპანიის ხელმძღვანელების განმარტებით, მუსიკალური ელემენტი Hard Rock ჯგუფის ნაწილია, რომელიც მის საკუთრებაში არსებული რესტორნების, სასტუმროების და სხვა გასართობი დაწესებულებების კონცეფციას განსაზღვრავს.
Imedinews.Ge