მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  მაისი  2019

    ქუთაისში მზის პანელების საწარმო გაიხსნა

    კომპანია AE Solar-მა ქუთაისში მზის პანელების ქარხანა გახსნა. საწარმო, დაამზადებს მზის პანელებს და მოამარაგებს ისეთ მნიშვნელოვან ბაზრებს, როგორიცაა ევროკავშირი, ამერიკის შეერთებული შტატები და ახლო აღმოსავლეთი.

    საწარმო ქუთაისის თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში, 16000 კვადრატული მეტრი ფართზეა მოწყობილი და აღჭურვილია ავტომატური რობოტიზირებული კონვეირებით, რომლებიც უზრუნველყოფენ 500 მეგავატის მოცულობის წლიურ წარმადობას.

    წარმოების პროცესზე ზედამხედველობას ახორციელებს გერმანელი ინჟინრები და ტექნიკოსები, როგორც კომპანიის გერმანიაში ბაზირებული სათაო ოფისიდან, ასევე საქართველოში 2017 წელს დაარსებული ფილიალიდან.

    AE Solar-ი დოქტორმა ალექსანდერ მაიერმა და მისმა ძმებმა 2003 წელს დააფუძნეს კიონიგსბრუნში, გერმანია. განახლებადი ენერგიის ინდუსტრიის წამყვანი კომპანია AE Solar-ი უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის პროდუქტებისა და სერვისების მოწოდებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით. 

     

     

     


პარტნიორები