მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 21  მაისი  2019

    წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის 3.8 კმ-იანი მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზის კმ17-კმ20.8 მონაკვეთის სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.

    პროექტის ფარგლებში, განხორციელდება გზის სრული რეაბილიტაცია, კერძოდ, 3.8 კმ-იან მონაკვეთზე მოეწყობა ასფალტ-ბეტონის საფარი, ხელოვნური ნაგებობები, ადგილობრივ გზებთან მიერთებები და საგზაო ნიშნები, ასევე განხოლრციელდება გზის შემოფარგვლა და ჰორიზონტალური მონიშვნის სამუშაოები.

    ამჟამად, ასფალტის პირველი ფენის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.

    შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის წიწამური-საგურამო-ცხვარიჭამიას საავტომობილო გზით სარგებლობენ ადგილობრივი მაცხოვრებლები. ამავდროულად აღნიშნული გზის კეთილმოწობას, დიდი მნიშვნელობა ენიჭება ტურისტური ინფრასტრუქტურის განვითარების თვალსაზრისით.

    გზა ძლიერ დაზიანებული იყო, არსებული ასფალტ-ბეტონის საფარი ფრაგმენტულად იყო შემორჩენილი, ხოლო გზის დანარჩენი ნაწილი ხრეშოვანი.

    პროექტი, რომლის ღირებულება 1,8 მილიონი ლარია მიმდინარე წლის ოქტომბერში დაიწყო და 2019 წლის ივნისის ბოლოს დასრულდება.

     

     


პარტნიორები