მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 20  მაისი  2019

    თბილისში, ვახუშტის ხიდის რეაბილიტაცია დასრულდა, ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღდგენილია

    ვახუშტის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულებულია, ხიდზე ორმხრივი ავტოსატრანსპორტო მოძრაობა აღდგა.

    რეაბილიტაცია ჩაუტარდა საყრდენ ბოძებს, ასევე, მოწესრიგებულია სავალი ნაწილი, რაც მოძრაობის ორმხრივად გახსნის შესაძლებლობას იძლევა.

    თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, ვახუშტის ხიდით ბევრი ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად, რეაბილიტაციის პროექტის დროულად დასრულება დედაქალაქის მერიისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
    როგორც მან აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შეიცვალა განათების ბოძები, მოაჯირები, ჰაერში არსებული ელექტროსადენები კი მიწის ქვეშ მოთავსდა. გარდა ამისა, გამაგრდა ხიდის საყრდენი ბოძები.
    „ძირითადი სამუშაოები იყო საყრდენების ანუ ე.წ. კოჭების გამოცვლა, რაზეც დგას ეს ხიდი. მას შემდეგ, რაც ის აშენდა, არანაირი რეაბილიტაცია და სამუშაოები არ ჩატარებულა. ამიტომ ხიდი ავარიულ მდგომარეობაში გახლდათ. შესაბამისად, პრიორიტეტებში პირველ ადგილზე ამ პროექტის განხორციელება იყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
     



    მისივე განამრტებით, საყრდენების მოპირკეთებისა და მათი განათების სამუშაოები გრძელდება.
    მერმა მოქალაქეებს მოთმინებისთვის მადლობა გადაუხადა, თუმცა აღნიშნა, რომ მოძრაობის შეზღუდვის გარეშე საგზაო-სარეაბილიტაციო სამუშაოების განხორციელება შეუძლებელია.
    მისივე თქმით, მალე დაიწყება ჭავჭავაძის გამზირის სრული რეაბილიტაცია, რომელზეც მძიმე მდგომარეობაა მიწისქვეშა კომუნიკაციების თვალსაზრისით. გზის გადაკეტვა ეტაპობრივად მოხდება.
    „გპირდებით, რომ რასაც ვაკეთებთ, ყველაფერს ხარისხიანად გავაკეთებთ. გულს ვდებთ შიგნით, გულიანად კეთდება ყველაფერი, რათა ჩვენმა გაკეთებულმა პროექტებმა თაობებს გაუძლოს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

     

     

     


პარტნიორები