სიახლეები
-
20 მაისი 2019
თქვენი რეკლამა
რეკრეაციული ზონა 10 ჰა-ზე - „თემქის ხევის“ პროექტისთვის ტენდერი გამოცხადდა
თბილისში, „თემქის ხევში“ სარეკრეაციო ზონის მოწყობასთან დაკავშირებით კვლევები დასრულდა.
ამის შესახებ BM.GE-ის დედაქალაქის მერიის პრესსამსახურიდან აცნობეს.
კვლევა „გამა კონსალტინგმა“ ჩაატარა და ის 75 ათასი ლარი დაჯდა. კვლევა ითვალისწინებდა საინჟინრო ინფრასტრუქტურის, ტერასებად დაყოფის და ხელოვნური მდინარის მოწყობის პოტენციალის შესწავლას. ასევე, შესწავლილ იქნა მიწისქვეშა კომუნიკაციები.
Bm.ge-ის ინფორმაციით, კვლევებმა დაადასტურა, რომ ხევში ხელოვნური მდინარის მოწყობა და პარკის ტერასული განაშენიანება შესაძლებელია.
მერიის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ უკვე მზად არის სატენდერო დოკუმენტაცია დეტალური პროექტირებისთვის და ტენდერი უახლოეს დღეებში გამოცხადდება.
„სავარაუდოდ, მომავალი წლის დასაწყისიდან კი, პარკის მოსაწყობად აქტიური სამუშაოები დაიწყება და ქალაქს უნიკალური პარკი ექნება“ - განუცხადეს BM.GE-ის მერიის პრესსამსახურში.
ცნობისთვის, მერიის ინიციატივით ნაძალადევის რაიონში, თემქის ხევის ტერიტორიაზე, ახალი საქალაქო პარკი გაშენდება. ცნობილია, რომ მასშტაბური რეკრეაციული ზონა თემქის ხევში 10 ჰექტარზე მეტ ფართობზე მოეწყობა.