მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 16  მაისი  2019

    თბილისში, მელიქიშვილის გამზირზე მრავალფუნქციური კომპლექსი შენდება

    მელიქიშვილის გამზირზე (N 47-49-49ა) მრავალფუნქციური კომპლექსი აშენდება. მშენებლობას შპს იდეა მელიქიშვილი განახორციელებს, დამკვეთი რამაზ მიქაძეა.


    მშენებლობის ნებართვა თბილისის არქიტექტურის სამსახურმა 2017 წელს გასცა. აღსანიშნავია, რომ მშენებლობის ვადა 2017 წლის 17 ნოემბრიდან 2019 წლის 17 ნოემბრის პერიოდით განისაზღვრა.

    თბილისის არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე განმარტებითი ბარათში ვკითხულობ საპროექტო ტერიტორიის ფართობს 1581 კვ.მ-ს შეადგენს.




    დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ საპროექტო ტერიტორია მდებარეობს საზოგადოებრივ საქმიან ზონა 2-ში და ორ სტრუქტურულ ზონაში-გეგმარებით კარკასში და ცენტრალურ ზონაში. სსზ-2 -ში განსაზღვრული ქალაქგეგმარებითი პარამეტრებია კ1-0.7, კ2-4.6, და კ3-0,1.

     

    განმარტებით ბარათშივე ვკითხულობთ, რომ საპროექტო შენობის არქიტექტურა გადაწყვეტილია ფსევდო კლასიციზმის სტილში, შენობა რვა სართულიანია, რომელსაც ორი სადარბაზო აქვს. საცხოვრებელ და საოფისე სართულებზე მოხვედრა შესაძლებელია შარაშიძის ქუჩის მხრიდან მდებარე სადარბაზოებიდან. პირველი სართული, კომერციული საქმიანობისათვისაა განკუთვნილი, მეორე სართულზე საოფისე ფართები განთავსდება , დანარჩენი სართულები (მესამედან მერვეს ჩათვლით) საცხოვრებელად იქნება განკუთვნილი. ,( მერვე სართული არასრული სართულია (ჭერის სიმაღლე 2.3მ.))



    დოკუმენტის მიხედვით ირკვევა, რომ ფასადი მოპირკეთებული იქნება ქვიშისფერი ტრავერტინის ფილებით (მეოთხე და მომრგვალებულ ნაწილში მეხუთე სართულამდე) მეხუთე, მეექვსე სართული მოპირკეთდება ტრავერტინის კრემისფერი ფილებით, მერვე სართულის ფასადი მოპირკეთდება მწვანე (გადახურვის მასალასთან შესაბამისი) პანელებით. გადახურვა მოხდება მწვანე ფერის თუნუქის სახურავით.

     

    კომერციულ სართულზე ვიტრაჟები მუქი ხის ფერია, მეორედან მეოთხე სართულამდე და მომრგვალებული ნაწილში მეხუთე სართულზე ფანჯრის ღიობებში განთავსდება ორ ფრთიანი (კრემისფერი) ვიტრაჟები, დანარჩენი სართულის ვიტრაჟები შავი ალუმინის იქნება.





    2018 წელს მრავალფუნქციური კომპლექსის არქიტექტორმა თბილისის არქიტექტურის სამსახურში განცხადება შეიტანა მიწისქვეშა ავტოფარეხის კორექტირებული პროექტის შეთანხმების მოთხოვნით. განცხადებას არქიტექტურის სამსახურის ვებ გვერდზე ამ დრომდე განუხილველის სტატუსი აქვს მინიჭებული.



    როგორც „კომერსანტისთვის“ ხდება ცნობილი მშენებლობა მას შემდეგ დაიწყება, რაც თბილისის მერია მიწისქვეშა ავტოფარეხის კორექტირებულ პროექტს დაამტკიცებს.

     

     


პარტნიორები