სიახლეები
-
16 მაისი 2019
თქვენი რეკლამა
სამგორი-ლილოსა და სამგორი-რუსთავის მიწისზედა მეტროს ხაზის პროექტს კომპანია ALF consulting engineers-ი შეასრულებს
მიწისზედა მეტროს პროექტზე სამგორი-ლილოს და სამგორი - რუსთავის მიმართულებით, თბილისის მერიამ გამარჯვებული კომპანია გამოავლინა, მოსამზადებელ სამუშაოებს კომპანია ALF consulting engineers-ი შეასრულებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
ჩვენ გაჟღერებული გვქონდა ახალი მიწისზედა მეტროს მშენებლობის ინიციატივა, სამგორი-ლილოს მიმართულებით და ასევე გვინდოდა კვლევები ჩაგვეტარებინა სამგორი-რუსთავის მიმართულებით, რომ თბილისი და რუსთავი მეტროთი იყოს დაკავშირებული. თბილისის სატრანსპორტო კომპანიას ამ ორივე მიმართულებასთან დაკავშირებით გამოცხადებული ჰქონდა კონკურსიდა გვყავს გამარჯვებული, ეს არის ALF consulting engineers, ავსტრიული კომპანია, საერთაშორისო დონის კომპანია უდიდესი გამოცდილებით.ეს არის გამარჯვებული კომპანია, რომელმაც უნდა განახორციელოს პროექტი, უნდა განახორციელოს ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევა ამ ორივე ხაზისთვის, მოამზადოს პროექტი, სატენდერო დოკუმენტაცია სამგორი-ლილოს ხაზის მშენებლობისთვის და რუსთავთან დამაკავშირებელი მიმართულებაზე გვეცოდინება რამდენად შესაძლებელია ამ პროექტის განხორციელება. ბიუჯეტი ამ ორივე პროექტისთვის დაახლოებით 13 მილიონია. 15 დღე აქვს კონკრეტულ კომპანიას და შემდეგ როდესაც სრული დოკუმენტაცია გვექნება ხელთ, ტენდერს გამოვაცხადებთ მშენებლობაზე,- განაცხადა კახა კალაძემ.