მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივლისი  2016

    დიდუბეში დიდი ცენტრალური პარკის აშენება იგეგმება

    თბილისს განვითარების გენერალური გეგმა 2017 წლის აპრილში ექნება. რა ცვლილებები განხორციელდება დოკუმენტის მიღების შემდეგ? მარტინ კანტერსი – დედაქალაქის გენ. გეგმაზე მომუშავე კომპანია „სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენელი „ფროფერთი ჯორჯიასთან" საუბრობს. მისი თქმით, გენერალური გეგმა დიდ ცვლილებებს მოახდენს თბილისში, ხოლო უძრავი ქონების სექტორი ეკონომიკური განვითარების ხელშემწყობია. „ეკონომიკური ანალიზის ჩატარების შემდეგ ჩვენ საშუალო სცენარზე შევთანხმდით და თბილისში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 6-8% უნდა იყოს. ეს პროგნოზი ქალაქის კონკურენტუნარიანობაზეა დამოკიდებული, რაც დღეისთვის ცუდ მდგომარეობაშია,“ – განმარტავს კანტერსი.

    მისივე თქმით, ორი ფაქტორი, რაც ურბანულ კონკურენტუნარიანობას განსაზღვრავს, არის ადამიანური კაპიტალი და ცხოვრების ხარისხი. 21-ე საუკუნეში კი მთავარი გამოწვევა ქალაქის განვითარებისთვის არის მიიზიდოს პროდუქტიული ხალხი, რადგან ყველაფერი ხალხზეა დამოკიდებული. მისივე მონაცემებით, თბილისში თვითდასაქმების მაჩვენებელი 5-10 % -ია, 2030 წლისთვის ეს მაჩვენებელი 20% მიაღწევს ისე, როგორც ევროპულ ქვეყნებშია. ურბანული განვითარების სპეციალისტი ამბობს, რომ უმუშევრობის მაჩვენებელი მაღალ ნიშნულზეა და 22%–ს შეადგენს. პრობლემაა ასევე, რომ აქტიური მოსახლეობის წილი მთლიანი მოსახლეობის მხოლოდ 37,5%–ია.

    „სითი ინსტიტუტ საქართველოს" წარმომადგენლის თქმით, გენერალურ გეგმაში განვითარება 2030 წლამდეა გაწერილი და თუ ყველაფერი სწორად წავიდა, თბილისი იქნება იმ დონეზე, როგორც დღეს სოფია და ვილნიუსია.

    რაც შეეხება მწვანე პარკებს, მარტინ კანტერსი განმარტავს, რომ სახალხო ადგილები თბილისში დიდი პრობლემაა. თეორიულად, თბილისში მთელი ტერიტორიის ნახევარს შენობები შეადგენს, საჭიროა მეტი მწვანე სივრცე.

    „თბილისში რამდენიმე ასეთი ადგილია – კუს ტბა, მთაწმინდის პარკი, ბოტანიკური ბაღი და იქ მისასვლელად ტაქსით წასვლაა საჭირო, შეუძლებელია ფეხით მიხვიდე. დიდუბეში, სადაც ყველაზე რთული ვითარებაა, დიდი ცენტრალური პარკის აშენებაა დაგეგმილი. ხალხს სუნთქვა სჭირდება. თბილისი ძალიან ცუდი ქალაქია ფეხით სიარულისთვის და ეს უნდა გამოსწორდეს. „- განმარტავს კანტერსი.

    სპეციალისტი ამბობს, რომ რკინიგზის გადატანა ძალიან დიდი და ძვირი პროექტია და სანაცვლოდ ბევრი უძრავი ქონების შექმნაა საჭირო. მისივე განცხადებით, როდესაც თანაინვესტირების ფონდს სურს, რომ 500 მილიონი დოლარის ინვესტირება გააკეთოს ქალაქის ცენტრში, კარგია, თუმცა სასურველია ეს ფონდი იქცეოდეს, როგორც თანაინვესტირების ფონდი და არა საინვესტიციო ფონდი. „გვჭირდება ბევრი პატარა პროექტი და არა რამდენიმე მსხვილი," – აცხადებს იგი.

    მარტინსი ასევე ამბობს, რომ მსხვილი სავაჭრო ცენტრების განვითარება უნდა მოხდეს წინასწარი გათვლების გაკეთების შემდეგ და დღეს არსებული სავაჭრო სივრცეების და ქუჩების მომავალი გაურკვეველია.

     

     

     


პარტნიორები