მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  მაისი  2019

    თბილისში მსოფლიო ბრენდის სასტუმრო Wyndham Grand Tbilisi იხსნება

    ხვალ, თბილისში სასტუმრო „ვინდამ გრანდ თბილისი“ (Wyndham Grand Tbilisi) ოფიციალურად გაიხსნება.


    კომპანია Wyndham Hotels & Resorts მსოფლიო მასშტაბით 80-ზე მეტ ქვეყანაში 9000-მდე სასტუმროს აერთიანებს და მისი პორტფელი სასტუმროების ისეთ ქსელს მოიცავს, როგორიცაა Wyndham Grand®, Wyndham®, Wyndham Garden®, Ramada®; ჯამში 20-მდე სხვადასხვა საერთაშორისო ბრენდი. მნიშვნელოვანია ისიც, რომ Wyndham Hotels & Resorts სასტუმროების მართვის სერვისის წამყვანი მიმწოდებელია. ბრენდი წარმოდგენილია მსოფლიო მასშტაბით ისეთ წამყვან ტურისტულ ცენტრებში, როგორებიცაა: ლონდონი, ნიუ-იორკი, ჩიკაგო, სტამბოლი, ათენი, შანხაი და სხვა. ჩვენთვის საამაყოა, რომ ამ სიას სულ მალე თბილისიც დაემატება.

    სასტუმროს მშენებლობა საქართველო-ისრაელის ბიზნეს პალატის ინიციატივა იყო, რომელიც შემდგომ პალატის წევრმა კომპანიამ „სიტი ემ“ (City M) გადაიბარა და 48 მლნ აშშ დოლარის ინვესტიციით განახორციელა. კომპანიამ მოიძია ბრენდი „ვინდამ გრანდი“, რითაც ხელი შეუწყო ქვეყნის ტურისტულ ბაზარზე მსოფლიოში სასტუმროების უმსხვილესი ფრენჩაიზერის შემოსვლასა და 300-მდე ადამიანის დასაქმებას.


    სასტუმროს გახსნის საზეიმო ცერემონიას საქართველოს პრემიერმინისტრი მამუკა ბახტაძე, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მარიამ ქვრივიშვილი, ასევე ხელისუფლების, ბიზნესისა და საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები დაესწრებიან.

     

     

     


პარტნიორები