სიახლეები
-
24 აპრილი 2019
თქვენი რეკლამა
აჭარა ჯგუფის და კომპანია ახალი მიტარბის საერთო პროექტის ფარგლებში, ზაფხულის ბოლოს ბაკურიანში ახალი “Rooms Hotel” გაიხსნება
სასტუმრო “Rooms Kokhta”, რომელიც მდებარეობს კურორტ კოხტა მიტარბში, პირველ დამსვენებლებს 2019 წლის ზაფხულის ბოლოსკენ მიიღებს. პროექტი “აჭარა ჯგუფის” მიერ შექმნილი ქართული ბრენდის - “Rooms Hotels”-ის ქსელის ნაწილია.
მთის კურორტებზე დასვენების მოყვარულთათვის შექმნილი თანამედროვე არქიტექტურითა და დიზაინერული კონცეფციით გამორჩეული ენერგო-ეფექტური სასტუმრო “Rooms Kokhta” გააერთიანებს:
95 ნომერსა და 70 აპარტამენტს;
საკონფერენციო დარბაზს;
რესტორანს, „ლაუნჯ“ ბარსა და ტერასას 360 გრადუსიანი ხედით;
საცურაო აუზს, სპორტულ დარბაზს და დამსვენებელთა მოთხოვნაზე მორგებულ სხვა სერვისებს.„ამ პროექტის განხორციელებით საქართველო მსოფლიოში წამყვანი სამთო სათხილამურო კურორტების სტანდარტებს უფრო მიუახლოვდება“ - განაცხადა „აჭარა ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ვალერი ჩეხერიამ.
სასტუმრო “Rooms Kokhta”კომპანია “ახალი მიტარბის” და აჭარა ჯგუფის“ ერთობლივი პროექტია, რომელსაც ფინანსურ მხარდაჭერას თიბისი ბანკი და “EBRD” უწევს.
ტეგები