სიახლეები
-
24 აპრილი 2019
თქვენი რეკლამა
ვაჟა-ფშაველაზე მეტროს შახტის რეაბილიტაციაზე ₾1 მლნ-ზე მეტი დაიხარჯება
ვაჟა-ფშაველას გამზირის N83-ის მიმდებარედ, გზის სავალ ნაწილზე არსებულ მეტროს 50-ე შახტს სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება.
პროექტის ბიუჯეტი 1,084 მლნ ლარია, სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია "ჰიდროტექნოლოგიური ჯგუფი" უახლოეს დღეებში დაიწყებს.
შახტის ადგილმდებარეობის გამო, ამ ეტაპზე, გზის სავალი ნაწილი ჩაკეტილია, რაც ტრანსპორტის მოძრაობას აფერხებს.
ავტოსატრანსპორტო საშუალებების შეუფერხებლად გადაადგილებისთვის მოცემული შახტის დაღრმავება და გადახურვაა საჭირო, რათა მან ფუნქცია არ დაკარგოს. სამუშაოები ასევე, მოცემულ ობიექტზე არსებული უფუნქციო შენობა-ნაგებობებისა და ლითონის ღობის დემონტაჟს გულისხმობს. პარალელურად, რეაბილიტაცია ჩაუტარდება არსებულ საგზაო საფარს, მოეწყობა ტროტუარები ახალი ბორდიურით, ლითონის მოაჯირები, ლითონის ცხაურები ხეებისთვის და სანიაღვრე სისტემა.