მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 17  აპრილი  2019

    კუს ტბა და მთაწმინდა ერთმანეთს 6-კმ-იანი საფეხმავლო ბილიკით დაუკავშირდება

    კუს ტბისა და მთწამინდის ტერიტორიაზე საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა. ამავდროულად იგეგმება ტყის აღდგენაც. პროექტის განხორციელებაში თბილისის მერიას გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) დაეხმარება და ორგანუიზაციასთან ამ საკითხზე მემორანდუმი უახლოეს დღეებში გაფორმდება.

    მერის მოადგილის მაია ბითაძის თქმით, პროექტი დედაქალაქის ლანდშაფტის ახალი სივრცეების ათვისების შესაძლებლობას შექმნის.

    "უკვე დავასრულეთ ტყის ინვენტარიზაცია, რომლის შედეგადაც, გამოიყო რვა ძირითადი სატყეო სექტორი. ამ ინვენტარიზაციისა და შესაბამისი სატყეო კვლევების საფუძველზე, გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებამ გრანტი გამოყო. წლის ბოლომდე დაახლოებით, 6-კილომეტრიანი საფეხმავლო ბილიკი მოეწყობა, რომელიც კუს ტბას მთაწმინდასთან დააკავშირებს. ბილიკის გარშემო მოეწყობა საკემპინგე და დასასვენებელი ზონები, ეკოლოგიური განათლებისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა, ასევე, გადმოსახედები, რაც ტურისტულად მიმზიდველი იქნება. როგორც დედაქალაქის სტუმრებს, ასევე, ადგილობრივ მოსახლეობას საშუალება ექნებათ, ქალაქში ისეთ სივრცეებს გაეცნონ, სადაც ხელმისაწვდომობა ნაკლები იყო. ამასთან, 20 ჰა ფართობზე განხორციელდება ტყის აღდგენის ღონისძიებები. ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი წარმატებული პროექტი იქნება“, - განაცხადა მაია ბითაძემ. 

     

     

     

     


პარტნიორები