მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 11  აპრილი  2019

    ხაშურში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციისთვის 5.98 მილიონი დაიხარჯება

    ხაშურში საფეხბურთო სტადიონის რეაბილიტაციას კომპანიები „გლობალ სტანდარტმშენი“ და „მშენებელი“ განახორციელებენ.

    ერთობლივ საწარმოდ გაერთიანებული კომპანიები მუნიციპალური განვითარების ფონდმა 7 პრეტენდენტს შორის შეარჩია. მათთან 5.98 მილიონი ლარის ღირებულების კონტრაქტი გაფორმდება. ‘

    სამუშაოს ფარგლებში ტერიტორიაზე განთავსდება ხელოვნურსაფარიანი საფეხბურთო მოედანი სპორტული განათებით და სარწყავი სისტემით. ასევე, მოეწყობა ტრიბუნები და ღია ავტოსადგომი, სტადიონის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდება დამხმარე შენობა-ნაგებობები.

    პროექტი, ასევე ითვალისწინებს საინჟინრო კომუნიკაციების მოწყობას. 

     

     

     


პარტნიორები