მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  ივლისი  2016

    დარიალში საავტომობილო გზა დღეს გაიხსნება

    დღეს, 17:00 საათზე, დარიალში საავტომობილო გზა გაიხსნება. გზის გახსნის შემდეგ მოძრაობა ყველა ტიპის ავტოტრანსპორტისთვის სპეციალური რეჟიმით იქნება შესაძლებელი და ავტომობილთა გადაადგილებას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიცია გააკონტროლებს.

    მოძრაობა მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გზაზე, დარიალის ხეობაში, 23 ივნისს 18:00 საათზეშეწყდა, როდესაც ძლიერი წვიმების შედეგად, დევდორაკის ხეობიდან მოვარდნილმა ღვარცოფმა გადაკეტა მდინარე თერგის კალაპოტი, რის შედეგადაც მდინარე თერგმა შეიცვალა მიმართულება. მოვარდნილმა წყალმა წაიღო მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის დაახლოებით 800 მეტრიანი მონაკვეთი.


პარტნიორები