სიახლეები
-
05 აპრილი 2019
თქვენი რეკლამა
დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალ ცათამბჯენს დანიაში ააშენებენ
დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალ ცათამბჯენ Bestseller-ს დანიაში, იუტლანდიის ნახევარკუნძულზე იელინგის დასახლებაში ააშენებენ, რომელშიც 7000 ადამიანი ცხოვრებს.
ცათამბჯენი Bestseller-ი საარქიტექტორო სტუდია Dorte Mandrup-მა უნდა ააშენოს, რომელიც არა მხოლოდ დანიის ყველაზე მაღალი, არამედ მთელი დასავლეთ ევროპის ყველაზე მაღალი შენობა იქნება. The Guardian-ის ცნობით, ცათამბჯენის სიმაღლე 320 მეტრი იქნება.
იელინგი ვიკინგების მეფე ჰარალდ ბლუტუსის სამეფო ადგილია, რომელმაც დანია გააერთიანა. არქიტექტორების თქმით, სიმბოლურ ადგილას აშენდება უზარმაზარი კოშკი, რომელიც 60-კილომეტრიანი დაშორებიდანაც გამოჩნდება.