სიახლეები
-
04 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
აღმაშენებლის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი
აღმაშენებლის გამზირის გახსნა წლის ბოლოსთვის არის დაგეგმილი. როგორც თბილისის განვითარების ფონდის დირექტრომა გიორგი ბაიდარაშვილმა "ბიზნესკონტაქტს“ განუცხადა, შენობების და კომუნიკაციების ნაწილის რეაბილიტაცია სრულდება და უახლოეს პერიოდში კეთილმოწყობის სამუშაოები დაიწყება.
ბაიდარაშვილის თქმით, "ახალი ტფილისის“ პროექტის ფარგლებში, კერძო სექტორის მხრიდან დაინტერესება დიდია. მისი თქმით, ადგილზე ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარებაა დაგეგმილი და იმ მონაკვეთებზე, რომელიც სრულად საფეხმავლო იქნება, კაფე-ბარების განთავსება მოხდება.
აღმაშენებლის გამზირის დასრულების შემდეგ, ორბელიანის მოედნის რეკონსტრუქციაა დაგეგმილი.
"ჯერ გვსურს, რომ აღმაშენებელი დავასრულოთ, შემდეგ მშრალი ხიდის ტერიტორიაზე გადავალთ. მთავარი ამოცანა ამ შემთხვევაში არის ის რომ ტურისტებისთვის უფრო მიმზიდველი გახდეს ეს ადგილი. გვსურს რომ მოწესრიგდეს სავაჭრო ზონა, გაკეთდეს სათავსოები, გადასასვლელები და ა.შ. მშრალი ხიდი ბუნებრივად განვითარებული ზონაა, რომელიც გვინდოდა რომ უკეთესად ყოფილიყო მოწესრიგებული.
შემდეგი წლის გეგმა არის ორბელიანის მოედანი. ასევე ვმუშაობთ გუდიაშვილის მოედანზე და ღვინის აღმართზე. ტერიტორია საკმაოდ დიდია. ერთ და ორ წელიწადში მისი გაკეთება რთულია, ალბათ საჭიროა მუდმივად კეთება. ისე როგორც უცხოეთშია, რომ ქალაქის ცენტრები მუდმივი მოვლა-პატრონობის და განახლების რეჟიმშია“, - განაცხადა ბაიდარაშვილმა.