მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 05  აპრილი  2019

    უძრავი ქონება თბილისში – გაიზრდება თუ არა ფასები, რა დრო სჭირდება დახარჯული თანხის ამოღებას

    „თიბისი კაპიტალის“ მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, თბილისის საბინაო ფონდი 21,640,000 კვადრატული მეტრისა და 290,000 ბინისგან შედგება. 2018 წლის განმავლობაში თბილისში 34,591 ბინა გაიყიდა, რომელთა საერთო ღირებულებამ 4,100,000,000 ლარი შეადგინა. 2017 წელთან შედარებით გაყიდვების 65% ახალაშენებულ ბინებზე მოდის. კვლევის მიხედვით, საშუალო ფასი ახალაშენებულ ბინაზე $716 დოლარი, ძველ ბინაზე კი $660 დოლარია.
    კატეგორიების მიხედვით ბინების საშუალო ფასები ასე ნაწილდება:

    ე.წ. შავი კარკასი – $642 დოლარი;

    ნაწილობრივ თეთრი კარკასი – $693 დოლარი;

    რემონტის პირობებში მყოფი ბინა – $773 დოლარი;

    თეთრი კარკასი – $792 დოლარი;

    ახალ გარემონტებული – $910 დოლარი;

    სრულად გარემონტებული და მოწყობილი – $1,008 დოლარი.

    “თიბისი კაპიტალის” ანგარიშის მიხედვით, 2018 წელს გაქირავების ლეგალურ ბაზარზე ქირის ფასი 1.6%-ით გაიზარდა და კვადრატულ მეტრზე $5.34 დოლარი შეადგინა.
    როგორც კვლევაშია მითითებული, 2021 წლიდან თბილისის უძრავი ქონების ბაზარზე მიწოდება შემცირდება, რასაც კვლევის ავტორები მერიის მიერ დაწასებულ ახალ რეგულაციებს უკავშირებენ. შესაბამისად, არსებობს მოლოდინი, რომ უძრავი ქონების ფასი თბილისში ზრდას გააგრძელებს.
    კიდევ ერთი ფაქტორი, რაც კვლევის ავტორების შეფასებით, ფასების ზრდაზე მოქმედებს, ტურიზმია. ისეთმა პლატფორმებმა, როგორიცაა Airbnb და Booking.com შესაძლებელი გახადა, რომ მესაკუთრეებმა საკუთარი უძრავი ქონება სარფიანი შემოსავლის წყაროდ აქციონ.
    კვლევის თანახმა, $35,000-ად მოქალაქეს შეუძლია შეიძინოს უძრავი ქონება, გააქირავოს და მისგან მიიღოს სტაბილური შემოსავალი. ქონების შეძენისთვის დახარჯული თანხის ამოღება, დაახლოებით, 10 -15 წელში ხდება შესაძლებელი.

     

     


პარტნიორები