სიახლეები
-
05 აპრილი 2019
თქვენი რეკლამა
ბათუმში, ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 2020 წლის მარტამდე გადაიდო
ბათუმში ყინულის სასახლის და საცურაო აუზის მშენებლობა 2020 წლის მარტამდე გადაიდო. ამის შესახებ „კომერსანტს“ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში განუცხადეს. მშენებლობის გაჭიანურების მიზეზები უწყებაში არ განმარტეს.
პროექტი, რომელსაც აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო ახორციელებს, ყინულის არენასა და საცურაო აუზის კომპლექსს აერთიანებს, ღირებულება კი ჯამში 19 990 002 აშშ დოლარს შეადგენს.ყინულის სასახლის და საცურაო აუზის სამშენებლო ფართობი 16 000 კვ. მეტრია. აქედან, ყინულის არენა - 10 500 კვ. მეტრზე განთავსდება, ხოლო საცურაო აუზი 5500 კვ. მეტრზე მოეწყობა.
აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ინფორმაციით დახურულ სპორტულ კომპლექსში ყინულის არენაზე ტრიბუნები 1500 ადგილზე განთავსდება. მათივე თქმით, ყინულის არენაზე სასწავლო-სავარჯიშო პროცესისა და სხვადასხვა დონის შეჯიბრებების ჩატარება იქნება შესაძლებელი. კერძოდ, ფიგურული სრიალი - ჰოკეი - ასევე, ციგურებზე მასობრივი სრიალი, კულტურულ-სანახაობრივი და გასართობი ღონისძიებები, კონცერტები და გამოფენები.სპორტული კომპლექსს კანადური კომპანია Westincor Limited-ი აშენებს. სამშენებლო სამუშაოებს კომპანია „ანაგი“ ახორციელებს. როგორც კომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნული, სამუშაოების დასრულების ვადა 2019 წლის დეკემბერია.