სიახლეები
-
05 აპრილი 2019
თქვენი რეკლამა
რას უკავშირდება აფხაზეთის მოსაზღვრე სოფელ წყოუში მასშტაბური ხიდის მშენებლობა?
მდინარე ენგურზე, 224,4 მეტრიანი სიგრძის, ახალი ხიდის შენდება, რომელიც სოფელ ლიასა და წყოუშს ერთმანეთთან დააკავშირებს. კომერსანტის ინფორმაციით, ხელშეკრულება გამარჯვებულ კომპანიასთან შპს Construction Service უკვე გაფორმებულია და მშენებლობა, რომლის ღირებულებაც 4 598 906 ლარია, უახლოეს მომავალში დაიწყებენ.
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინფორმაციით, ორ სოფელს ლიასა და წყოუშს შორის დღეს არსებული ხიდი დაზიანებულია და იგი სატრანსპორტო მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებს. ამიტომ გადაწყდა ახალი ხიდი აშენდება და ხიდთან მისასვლელი გზების მოეწყობა,“ - აცხადებენ სამინისტროში.
თუმცა, ხიდის მასშტაბურობა ადგილობრივ მოსახლეობას დამატებით კითხვებს უჩენს. სოფლების გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, წყოუში პირდაპირ ესაზღვრება ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიას, ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ხიდი შესაძლოა ე.წ გამშვები პუნქტის მშენებლობასთან იყოს დაკავშირებული. მათი ვარაუდით, არ არის გამორიცხული, რომ სწორედ ახალ ხიდზე განახორციელოს შვეიცარიულმა კომპანიამ „ეს ჯი ეს“ (SGS) საქართველო-რუსეთს შორის ტვირთების საბაჟო მონიტორინგი. როგორც ცნობილია, 2011 წელს საქართველო-რუსეთს შორის გაფორმებული ორმხრივი შეთანხმების საკითხი, ცოტა ხნის წინ გააქტიურდა.განთავსდება თუ არა ლია-წყოუშის დამაკავშირებელი ხიდზე საქართველო-რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგის ჯგუფი, ამის შესახებ „კომერსანტმა“ ინფორმაციის გადამოწმება საგარეო სამინისტროსა და ფინანსთა სამინისტროში სცადა, საიდანაც პასუხს ამ დრომდე ველოდებით.
ადგილობრივი მოსახლეობის ინფორმაციას არ ადასტურებენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში. წალენჯიხის მერი, ბესიკ ფარცვანია აცხადებს, რომ ძველი ხიდი ამორტიზირებულია და ავარიულ მდგომარეობაშია, სწორედ ამიტომ გადაწყდა ახალი ხიდის მშენებლობა. ბესიკ ფარცვანიას თქმით, ხიდი ორი მიმართულებით ავტომობილებსაც ვერ ატარებდა. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, რომ ხიდზე შვეიცარული კომპანია საქართველოსა და რუსეთს შორის ტვირთბრუნვის მონიტორინგს განახორციელებს, წალენჯიხის მერი ამბობს, რომ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.