მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 03  ივლისი  2016

    ოლიმპიურ სოფელში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა 100 დევნილ ოჯახს გადაეცა

    თბილისის ზღვაზე, ეგრეთ წოდებულ „ოლიმპიურ სოფელში, ახალაშენებულ კორპუსში ბინა კიდევ 100 დევნილ ოჯახს გადაეცა.

    საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და თბილისის მერმა დავით ნარმანიამ დევნილ ოჯახებს ახალი ბინის გასაღებები გადასცეს და ახალმოსახლეობა მიულოცეს.

    დევნილთა სამინისტროს ცნობით, ბოლო ორი წლის განმავლობაში, თბილისში 17 ნგრევადი ან სიცოცხლისათვის საფრთხის შემცველი ობიექტი დაიხურა და იქ მცხოვრებ ოჯახებს ბინები ახალ კორპუსებში გადაეცათ.

    თბილისში ახალაშენებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი ჯამში უკვე 691-მა დევნილმა ოჯახმა მიიღო, მათ შორის 430-მა თბილისის ზღვაზე.

    2016 წლის ბოლომდე კი, „ოლიმპიურ სოფელსა“ და მენაშენეებისგან გამოსყიდულ ახალაშენებულ კორპუსებში ბინის მფლობელი კიდევ 400 დევნილი ოჯახი გახდება.


პარტნიორები