სიახლეები
-
01 აპრილი 2019
თქვენი რეკლამა
ზუგდიდში ბოტანიკურ ბაღთან პრემიუმ კლასის საცხოვრებელი კომპლექსი შენდება
სამშენებლო დეველოპერული კომპანია „მარმაქს ჯორჯიამ“ ზუგდიდში მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსის მშენებლობა რამდენიმე თვეა დაიწყო.
ზუგდიდში მშენებარე საცხოვრებელი კომპლექსი შედგება სამი კორპუსისაგან. აქედან ორი კორპუსი ერთმანეთის იდენტური იქნება, რაც მოიაზრებს 5 სართულს და 28 ბინას. მესამე კორპუსი იქნება 6 სართულიანი, სადაც განთავსდება 35 ბინა.
„მარმაქს ჯორჯიას“ დირექტორის მოადგილე ირაკლი ყიფიანის თქმით კომპანია მომხმარებელს ქალაქ ზუგდიდის ერთ-ერთ საუკეთესო ტერიტორიაზე, ბოტანიკური ბაღის გვერდით უსაფრთხო და ეკოლოგიურად სუფთა საცხოვრებელ კომპლექსს სთავაზობს .
„ჩვენ ვქმნით პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსებს ყველა იმ ადამიანისათვის, რომელსაც მიაჩნია, რომ ხარისხი, უსაფრთხოება და ესთეტიკა სამი ერთმანეთისაგან განუყოფელი კომპონენტია და სურს იცხოვროს ისეთ გარემოში, რომელიც ხელს შეუწყობს იგრძნოს თავი მაქსიმალურად კომფორტულ, დაცულ და პრესტიჟულ გარემოში. „მარმაქს ჯორჯია“ გახლავთ კომპანია, რომელიც დასავლური დეველოპინგის ფუნდამენტურ პრინციპებზეა დაფუძნებული და ჩვენთვის უმთავრეს და უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს შექმნილი
პროდუქტის უსაფრთხოება დაცულობის კუთხით, უსაფრთხოება ეკოლოგიურობის კუთხით, მწვანე ზონები, ჯამში ჯანსაღი მაღალი ხარისხის საცხოვრებელი კომპლექსი“, - გვითხრა ირაკლი ყიფიანმა.
„მარმაქს ჯორჯია“ ზუგდიდის გარდა, მსგავსი პროექტის განხორციელებას თბილისსა და საქართველოს სხვა რამდენიმე ქალაქში გეგმავს.
გაყიდვების ოფისი: ზუგდიდი, დადიანის ქუჩა 19