მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 01  აპრილი  2019

    თბილისში სასტუმრო „მუზას“ მშენებლობა იწყება

    სასტუმრო „მუზას“ მშენებლობა იწყება. როგორც ბიზნესმენი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, მერიამ პროექტზე უკვე გასცა სამშენებლო ნებართვა. მისი განმარტებით, შენობის კასკადი 2019 წლის ბოლოსთვის დასრულებული იქნება. სასტუმრო პირველ სტუმარს კი 2020 წლის შემოდგომაზე მიიღებს.


    პროექტის მშენებლობას უკვე შერჩეული კომპანია ქართულ-თურქული კომპანია „სინერჯი“ განახორციელებს.საუბარია, კოსტავაზე (#27), ფილარმონიის გვერდით, ყოფილი სასტუმრო „მუზას“ ტერიტორიაზე 4 - ვარსკვლავიან სასტუმროს მშენებლობაზე.


    მისივე ინფორმაციით, სასტუმრო „მუზას“ რეკონტრუქცია - მშენებლობაზე და მოპირკეთებაზე დააახლოებით 8 მილიონი ლარი დაიხარჯება.

     

     

     


პარტნიორები