მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  მარტი  2019

    სამშენებლო სექტორში ფასები 4,8%-ით გაიზარდა

    მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან შედარებით 4.8%-ით გაიზარდა. საქსტატის ცნობით, ცვლილება, ძირითადად, განპირობებული იყო სამეწარმეო სფეროში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 13.4%-იანი ზრდით, რამაც მთლიან ინდექსზე 3.64%-ული პუნქტით მოახდინა ზეგავლენა.

    გარდა ამისა, აღნიშნულ პერიოდში 1.8%-ით გაიზარდა ფასები სამშენებლო მასალებზე. წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით მშენებლობის ღირებულების ინდექსი გაიზარდა 2.6%-ით.

    ინდექსის ზრდა, ძირითადად, განაპირობა სამშენებლო მასალებზე ფასების 5.1%-იანმა ზრდამ, რაც 2.8%-ული პუნქტით აისახა მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე. აღნიშნულ პერიოდში მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი შემცირდა 1.5%-ით, რაც -0.46 პროცენტული პუნქტით აისახა ინდექსის წლიურ ცვლილებაზე.

    ცხრილში წარმოდგენილია 2018 წლის მეოთხე კვარტალში მშენებლობის ღირებულების ინდექსი წინა კვარტალთან და წინა წლის შესაბამის კვარტალთან შედარებით, ასევე ინდექსის ფორმირებაში მონაწილე ხარჯების კატეგორიების შესაბამისი წვლილები.

     

     


     


პარტნიორები