მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  მარტი  2019

    წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა

    წყალტუბოში მინი-ქალაქის მშენებლობა გაურკვეველი ვადით შეჩერდა. პროექტს თურქული კომპანია „ასალ ინშაათი“ ახორციელებს, რომლის წარმომადგენელი კახა ბაბუნაშვილი „კომერსანტთან“ განმარტავს, რომ მშენებლობის პირველი ეტაპის დასრულების შემდეგ, ინვესტორკომპანიას ფინანსური პრობლემა შეექმნა, რამაც პროექტის შეჩერება გამოიწვია.


    მისივე განმარტებით, ინვესტორებმა წყალტუბოს მერიას პროექტის დასრულების ვადების დაკორექტირებაც სთხოვეს. მანამდე დაგეგმილია პროექტში ახალი ინვესტიციების მოზიდვა.

     




    პროექტის მიხედვით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ზედა მესხეთის ტერიტორიაზე მინი ქალაქი ყველა საჭირო ინფრასტრუქტურით მოეწყობა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 4 მილიონი დოლარია, თუმცა, როგორც ბაბუნაშვილი განმარტავს, განახლებული პროექტის ფარგლებში შესაძლოა, ინვესტიციის ოდენობაც დაკორექტირდეს.

    მინი ქალაქში იქნება საცხოვრებელი სახლები, სავაჭრო ცენტრი, სკოლა, საბავშვო ბაღი, სამედიცინო პუნქტი, საცურაო აუზები, სპორტული მოედნები და სხვა.

     

    ტეგები


პარტნიორები