სიახლეები
-
25 მარტი 2019
თქვენი რეკლამა
ბახტაძე: სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის განვითარების კონსორციუმს
ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგთან ერთად გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი თემა ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი გახდა.
პრემიერ-მინისტრის თქმით, ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას. მამუკა ბახტაძემ აღნიშნა, რომ საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი.
„რაც შეეხება ანაკლიის პორტს, საქართველოს აქვს უნიკალური გეოგრაფიული მდებარეობა. ჩვენი ეკონომიკური სტრატეგიის განუყოფელი ნაწილია, რომ საქართველო აუცილებლად უნდა გადავაქციოთ რეგიონულ ჰაბად, მათ შორის ტრანსპორტისა და ლოგისტიკის მიმართულებით, რომელიც ყველა განზომილებას მოიცავს. რა თქმა უნდა, საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი. ჩვენ სრულ მხარდაჭერას ვუცხადებთ ანაკლიის კონსორციუმს, რომ მათ შეძლონ თავიანთი საინვესტიციო ვალდებულების შესრულება. ჩვენ ძალიან აქტიური მონაწილეობა მივიღეთ იმაში, რომ როგორც ჩვენი ევროპელი პარტნიორები, ასევე ამერიკელი პარტნიორები ძალიან მნიშვნელოვან დატვირთვას აძლევენ საქართველოში ღრმაწყლოვანი პორტის არსებობას და საქართველოს აუცილებლად ექნება ღრმაწყლოვანი პორტი“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.