მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 25  მარტი  2019

    ესტონეთი და ფინეთი ერთმანეთს წყალქვეშა გვირაბით დაუკავშირდებიან ?

    ლა-მანშის, იგივე ევროგვირაბის საერთო სიგრძე 51 კილომეტრია, თუმცა წყლის ქვეშ, ფსკერიდან საშუალოდ 45 მეტრის სიღმეზე მხოლოდ გვირაბის სიგრძე 39 კილომეტირია, მაშინ როცა ჰელისნკიდან ტალინამდე პირდაპირი მანძილი 83 კმ-ს აჭარბებს. ევროგვირაბის მშენებლობა $21 მლრდ დაჯდა, დაგეგმილზე 65%-ით მეტი. 2017 წელს მან სარკინიგზო ხაზით 10.3 მლნ მგზავრი 1.3 მლნ ტვირთი გაატარა, რასაც 2.6 მლნ მსუბუქი ავტომობილი, 51 ათასი ავტობუსი და 1.6 მლნ სატვირთო დაემატა. რაც საერთო ჯამში 20 მლნ-მდე მგზავრს და 25 მლნ ტონამდე ტვირთს ნიშნავს.



    საფრანგეთის და ბრიტანეთის მოსახლეობა თითქმის თანაბარია და ჯამში $130 მლნ-ს აღემატება. მაშინ როცა ფინეთი 5.5 მლნ-იანი ქვეყანაა, ესტონეთი კი 1.3 მლნ-იანი, ანუ საფრანგეთ-ბრიტანეთის ჯამური მოსახლეობა ესტონეთი-ფინეთის ჯამურ მოსახლეობა 19-ჯერ აღემატება. რაც შეეხება ეკონომიკას ბრიტანეთის შემთხვევაში ის $2.6 ტრლნ-ს უდრს, საფრანგეთში $100 მლრდ-ით ნაკლებს, ესტონეთში $26 მლრდ-ს, ხოლო ფინეთში $250 მლრდს. განსხვავება ეკონომიკის მოცულობებს შორისაც თითქმის იგივეა.

    უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური კრიზისის შემდეგ ფინეთის საშუალო ეკონომიკური ზრდა 2%-ზე მაღალია, რაც მაღალანვითარებული ეკონომიკისთვის ნორმალური მაჩვენებელია, ესტონეთის ზრდა კი 4%-ს აჭარბებს. 2017 წელს ზრდის ტემპი ირივე ქვეყანამ დააჩქარა, ფინეთმა 2.6%-მდე, ესტონეთმა 4.8%-მდე. ეკონომიკის შემდგომი ზრდა აუცილებლად გამოიწვევს მგზავრთნაკადისა და ტვირთბრუნვის ზრდას, რაც გვირაბის მშენებლობას დამატებით სტიმულს მისცემს. თუმცა არის კიდევ ერთი გარემოება, შემოვლითი გზა რუსეთზე გადის, არასანდო და აგრესიულ პარტნიორზე.

     

     


პარტნიორები