სიახლეები
-
ბათუმში შესაძლოა „თეთრი მაგნოლია“ დაანგრიონ
ბათუმში ე.წ ლუჟკოვის სახლის შემდეგ კომპანია "ალიანს სიტი" "თეთრი მაგნოლიის" დანგრევას და ახალი კომპლექსის მშენებლობას გეგმავს. ამის შესახებ კომპანიის წარმომადგენელმა ბათუმის მერიაში არასამთავრობო სექტორთან გამართულ შეხვედრაზე განაცხადა.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ეს ჯერ მხოლოდ სურვილია და აპირებენ შესაბამის უწყებებთან მოლაპარაკრბების დაწყებას.
"მიმდებარე ტერიტორიის განვითარების ხედვას უახლოეს პერიოდში წარვუდგენთ თვითმმართველობას. ვინაიდან "მაგნოლია" არის რამდენიმე ასეული კერძო პირის საკუთრებაში, ეს არის სახელმწიფო ორგანოებთან და მესაკუთრეებთან ერთად გადასაწყვეტი. ვიზუალურად და ფუნქციურად ის ოროექტი ქალაქისთვის არაესთეტიკურია,"- განაცხადა აკაკი სონღულიამ, "ალიან სიტის" დირექორმა."მაგნოლია" კომპანია "ცენტრ პოინტმა" ააშენა, მას "ლუჟკოვის სახლთან" ქუჩა ჰყოფს. რაც შეეხება "ლუჟკოვის სახლის" ტერიტორიას, მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, „ალიანს სიტის“ ზღვასთან ახლოს ერთი 50 და ორი 44-სართულიან შენობას ააშენებს. ზონის სტატუსის შეცვლას და განაშენიანების კოეფიციენტების გაზრდას არასამთავრობოები აკრიტიკებენ.
ბათუმში ე.წ. ლუჟკოვის სახლის ნაცვლად მრავალსართულიანი სასტუმრო კომპლექსი აშენებაზე თანხმობა ბათუმის საკრებულომ 5 მარტის რიგგარეშე სხდომაზე გასცა.
იმედინიუსიტეგები