მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  მარტი  2019

    შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობას 24 -საათიანი წყალმომარაგება ექნება

    შემოდგომიდან ურეკის მოსახლეობას წყლისა და კანალიზაციის ახალი ინფრასტრუქტურა ექნება.

    აქტიურად მიმდინარეობს წყალარინების სისტემის და გამწმენდი ნაგებობის სამშენებლო სამუშაოები. სამუშაოების ღირებულია 78 მლნ ლარია. პროექტებს აზიის განვითარების ბანკი (ADB ) აფინანსებს.

    პროექტის დასრულების შემდეგ, 3 000 - მდე ადგილობრივი და იქ ჩასული ათასობით დამსვენებელი 24 - საათიანი წყალმომარაეგბით იქნებიან უზრუნველყოფილნი.

    აღსანიშნავია, რომ დაბა ურეკში ექსპლუატაციაში პირველად შევა წყალარინების გამწმენდი ნაგებობა, სადაც ჩამდინარე წყლების წმენდა სრული ბიოლოგიური ციკლის დაცვით მოხდება. შედეგად, მნიშვნელოვნად შეამცირდება შავი ზღვის აუზის დაბინძურების რისკებს. სამშენებლო სამუშაოების ძირითადი ნაწილი უკვე დასრულებულია.

     

     


პარტნიორები