მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 18  მარტი  2019

    მესტიის სოფლებში სვანურ კოშკებს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

    მთავრობა სვანური კოშკების რეაბილიტაციას გეგმავს. მესტიის მუნიციპალიტეტში, დაბა მესტიის ლაღამის უბნისა და უშგულის თემის სოფლებში არსებული სვანური კოშკების რეაბილიტაციის დეტალური საპროექტო-ხარჯთაღრიცხვის დოკუმენტაციის შედგენის მომსახურების შესყიდვის მიზნით ტენდერი უკვე გამოცხადდა.

    სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 25 მარტს დაიწყება და 28 მარტს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 1 500 000 ლარია.

    როგორც სატენდერო დოკუმენტაციაშია აღნიშნული, დაბა მესტიის ლაღამის უბანში იგეგმება მათ შორის - 1 ეკლესიის, 11 სვანური კოშკისა და 36 ფონური საცხოვრებელი სახლის; ხოლო უშგულის თემში - 20 სვანური კოშკის რეაბილიტაცია.

     

     


პარტნიორები