სიახლეები
-
12 მარტი 2019
თქვენი რეკლამა
ბათუმის სანაპიროზე უკანონო ობიექტების დემონტაჟი იწყება
ბათუმის სანაპირო ზოლზე უსახური და უკანონო ობიექტების დემონტაჟი იწყება.
უნებართვოდ განთავსებული კვების ობიექტების მეპატრონეები ბათუმის მერიამ უკვე გააფრთხილა და ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა.
მეპატრონეებს ობიექტების დემონტაჟი და ტერიტორიის გათავისუფლება მოეთხოვათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში მერიის შესაბამისი სამსახური თავად განახორციელებს ობიექტების დემონტაჟსა და ტერიტორიიდან გატანას.
როგორც მერიის განცხადებაშია აღნიშნული, სამართალდარღვევის ფაქტებზე გატარდება კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.