მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 04  მარტი  2019

    სოფელ შატილში მდინარე არღუნზე მცირე ჰესი აშენდება

    დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შატილში მდინარე არღუნზე 250 კვტ სიმძლავრის - ბეტეხი ჰესი 1 აშენდება, რომელსაც სს „საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი“ განახორციელებს.

    აღნიშნული პროექტის განხორციელება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შატილისთვის, რადგან სოფელი არ არის ჩართული ერთიან ელექტროსისტემაში. გამომუშავებული ელექტროენერგია 0.4 კილოვატი ძაბვის ხაზით მთლიანად მიეწოდება ადგილობრივ მოსახლეობას და უზრუნველყოფს ელექტროენერგიის შეუფერხებელი და უწყვეტი მომარაგებით.

    მიმდინარე თვეში იგეგმება აღნიშნული პროექტის ფარგლებში საჭირო მომსახურების შესყიდვა.

     

     

    ტეგები


პარტნიორები