სიახლეები
-
01 ივლისი 2016
თქვენი რეკლამა
კურორტ გოდერძიზე ხვალიდან ზაფხულის სეზონი გაიხსნება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ზაფხულის სეზონს კურორტ გოდერძიზე, ოფიციალურად 2 ივლისს გახსნის. "კურორტის პოპულარიზაციისა და განითარებების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი", - განმარტავენ მთის კურორტების განვითარების კომპანიაში.
ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და „ალიანს ჯგუგის“ მართველი პარტნიორი გიორგი ბიწაძე.
ასევე 2 ივლისიდან ბაკურიანში (დიდველზე) გაიხსნება ველო-ბილიკები, რომლებიც გათვლილია როგორც პროფესიონალი სპორტსმენებისთვის, ისე მოყვარულებისთვის.
2 ივლისიდან ბაკურიანში კინოთეატრი „დიდველი“ დაიწყებს ფუნქციონირებას და ნაჩვენები იქნება უახლესი ფილმები.,