მოგვწერეთ იდეა

გაგზავნა

სიახლეები

  • 26  თებერვალი  2019

    მიწისზედა მეტრო თუ მონორელსი თბილისი – რუსთავის მიმართულებაზე – შეთავაზება მერიას

    როგორც ცნობილია, მერია სამგორი ლილოს მიმართულებით მიწისზედა მეტროს აშენებას გეგმავს. კონკურსი მესამე ხაზის კვლევა-პროექტირებაზე გამოცხადებულია და წესით, 11 მარტს უნდა დასრულდეს. წინასწარი გათვლებით, ახალი სატანსპორტო მაგისტრალი მშენებლობა, დაახლოებით, 80 მილიონი დოლარი დაჯდება. როგორც მერიაში ახადებენ, განიხილება იმის შესაძლებლობაც, რომ მომავალში ეს სატრანსპორტო მაგისტრალი რუსთავამდეც გაგრძელდეს. სპეციალისტების ერთი ნაწილი მერიის ამ ინიციატივას ეჭვის თვალით უყურებს და ალტერნატიულ ვარიანტს სთავაზობს. ერთ-ერთი მოსაზრებით, უმჯობესი იქნება თუ მიწისზედა მეტროს ნაცვლად ამ მიმართულებაზე ტრამვაი-მატარებლის ხაზი აშენდება. სხვები უპირტესობას ე.წ. მონორელსს ანიჭებენ და შესაბამისი არგუმენტებიც მოჰყავთ. მაგალითად, როგორც სოციალურ ქსელში რკინიგზის სპეციალისტი დავით გოჩავა წერს, მონორელსის აშენება სახელმწიფო ბიუჯეტს გაცილებით იაფი დაუჯდება. გოჩავას აქვს სხვა არგუმენტებიც:

     

    1. მონორელსის შემადგენლობას შეუძლია უფრო ციცაბო აღმართების დაძლევა ნებისმიერ ორრელსიან ტრანსპორტთან შედარებით;
    2. სიჩქარე გაცილებით უფრო მეტია ტრადიციულ რელსიან ტრანსპორტთან შედარებით, რადგან არ არსებობს წყვილთვალის რელსიდან აცდენის საშიშროება;
    3. სხვა შემადგენლობასთან შეჯახების ალბათობა ძალიან მცირეა;
    4. ხედვის არეალი მონორელსის შემთვევაში ყველა მიმართულებით დიდია, აწეული სატრანსპორტო ხაზების გამო, ამიტომ ის განიხილება როგორც საექსკურსიო ტრანსპორტის ძირითადი ალტერნატივა;
    5. ხმაურის ძალიან დაბალი დონე, ტრამვაიზე მეტად ჩუმია წყნარი ელექტროძრავების გამოყენების და რეზინში ჩასმული თვლების გამო, რაც აუცილებელი კომპონენტია მონორელსისათვის;
    6. აშენების და ექსპლუატაციაში გაშვების ძალინ მცირე დრო მეტროპოლიტენთან შედარებით, რადგან არ არსებობს გვირაბების აშენების და მიწიქვეშა კომუნიკაციების გადატანის აუცილებლობა. სამი საყრდენის დაყენებას სჭირდება 6 სამუშაო დღე.

     

     

    ტეგები


პარტნიორები