სიახლეები
-
25 თებერვალი 2019
თქვენი რეკლამა
პორშეს დიზაინით აშენებული ცათაბჯენი
მაიამისთან ახლოს, 2 წლის აშენებული, 60 სართულიანი Porsche Desing Tower-ის მთავარი სიამაყე ავტომობილებისთვის განკუთვნილი ლიფტია, რომელსაც თქვენი ავტომობილის ავტოფარეხში გადაყვანა შეუძლია, ავტოფარეხი თქვენი საცხოვრებელი ბინიდან გამჭირვალე შუშის ტიხრითაა გამოყოფილი.
პორშეს მიერ აშენებული კოშკი 2017 წლის მარტში, ფლორიდაში გაიხსნა.
შენობას აქვს მიწისქვეშა სართული, რადგან ბევრი მაცხოვრებელი სხვადასხვა მაღალი კლასის ავტომობილს ფლობს, როგორიცაა ვერცხლისფერი პორშე Carrera GT ან უკეთესი მოდელები - მხოლოდ 1 270 ცალი Carrera GTs გამოუშვეს, თითოს ფასი 1.5 მილიონი დოლარია. ამიტომ ავტომობილის გასაჩერებლად მიწისქვეშა სართულზეც არის თავისუფალი ადგილები.მაღალტექნოლოგიური პერსონალური პარკინგი
Porsche Design Tower-ის მთავარი მახასიათებელი რობოტიზებული პარკინგის სისტემაა. მაცხოვრებლები გადიან ცილინდრის ფორმის გვირაბს, საიდანაც სპეციალურ რობოტს მანქანა ლიფტის კარებამდე მიჰყავს. როდესაც ავტომობილი ადგილზეა, სპეციალური მოწყობილობა მის საბურავებსა და სამუხრუჭე ხუნდებს ქვემოდან კეტავს და ლიფტში გადააადგილებს, ისე როგორც ავტო სამრეცხაოებშია. ინჟინრები ყოველთვის მზადყოფნაში არიან გართულებების თავიდან ასაცილებლად, რადგან ძვირადღირებული ავტომობილები 60 სართულიან შენობაში გადაადგილდებიან.ხილული ავტოფარეხი: გადასაყვანი მოწყობილობა თქვენს ავტომანქანას, საცხოვრებელი ფართის იმ ნაწილში გააჩერებს, რომელიც შუშებითაა გამოყოფილი.
ერთიანი თემატიკა : ავტომობილები დიდ როლს ასრულებენ საცხოვრებელ ფართში, ისინი ხილულ ავტოფარეხში არიან მოთავსებულნი და შესაბამისად, მაცხოვრებლებს სახლის ყველა წერტილიდან შეუძლიათ მათი დანახვა. ბინის ინტერიერის მოწყობისას გამოყენებული შუშა, ტყავი და ზამშეც პორშესთანაა დაკავშირებული.
სხვა დეტალები: ცათამბჯენის ავტოფარეხების ყველა კარს შესაბამისი მაცხოვრებლის რეზიდენციის ნომერი აქვს დატანილი.
შენობას ასევე აქვს ღია საცურაო აუზი, რომელიც მხოლოდ მაცხოვრებლებისთვისაა განკუთვნილი და იქ კვებითი მომსახურების მიღებაც შუეძლიათ.
მაცხოვრებლებსა და მათ სტუმრებს საშუალება აქვთ, შენობაშივე შეიძინონ პორშეს მაისურები და 550 აშშ დოლარის ღირებულების სათვალეები.პერსონალური ღვინის მარანი: ლობის სართულზე არსებულ რესტორანში თითოეულ მაცხოვრებელს აქვს შესაძლებლობა პერსონალური ღვინის შესანახი ადგილი იქონიოს, რომელსაც, საჭიროებისამებრ, საკუთარი გასაღებით ჩაკეტავს ან გააღებს.
Designs Tower-მა გათვალა მაცხოვრებლების განსხვავებული ასაკი და შექმნა სპეციალური სივრცე, სადაც სარბოლო აპარატებია დამონტაჟებული. ეს გათვლა მათ მომავალ გაყიდვებზეც იმოქმედებს, რადგან აპარატების მეშვეობით „მრბოლელებს“ პორშეს სხვადასხვა მარკის ავტმობილის არჩევა შეუძლიათ.შენობა სხვადასხვა გამაჯანსაღებელი დაწესებულებებითაა აღჭურვილი: ფიტნეს ცენტრი, იოგის სავარჯიშო ადგილი, სპა, ცხელი და ცივი საუნით, სერფინგის აღჭურვილობები და ა.შ
აღსაღნიშნავია, რომ მსურველებს სხვა მარკის ავტომობილების ფლობა და ამავდროულად პორშეს მიერ შექმნილ შენობაში ცხოვრებაც შეუძლით.Nini Khimshiashvili