სიახლეები
-
23 თებერვალი 2019
თქვენი რეკლამა
როგორი იქნება განათლებისა და მეცნიერების 23-მილიონიანი ქალაქი დიდ დიღომში
საქართველოს განათლების, მეცნიერები, კულტურისა და სპორტის მინისტრის, მიხეილ ბატიაშვილის ინიციატივით, თბილისში, დიდი დიღმის ტერიტორიაზე საგანმანათლებლო კომპლექსი - "ახალი განათლებისა და მეცნიერების ქალაქი“ აშენდება. განათლების სამინისტროს განცხადებით, "ახალი ქალაქი უზარმაზარ საგანმანათლებლო სივრცეს გააერთიანებს და განათლების რეფორმის განხორციელებისა და მისი მიღწევების გაზიარების ჰაბი გახდება".
უწყების ინფორმაციით, საგანმანათლებლო სივრცეში თავმოყრილი იქნება საბუნებისმეტყველო ლაბორატორიები, ტექნო პარკი, ბიბლიოთეკა, სამეცნიერო მუზეუმი, სამეცნიერო ლაბორატორიები, კომაროვის ახალი სკოლა, ხელოვნების სკოლა, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლა, საკონფერენციო დარბაზები, შიდა სარეკრეაციო სივრცე, სპორტული დარბაზი, გარე მოედნები, საცხოვრებელი კამპუსი და ბაღი.
აღნიშნულ ქალაქში საჯარო სკოლების დეტალურად დაპროექტებისა და მშენებლობისთვის სახელმწიფო შესყიდვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს უკვე გამოცხადებული აქვს. პროექტის სავარაუდო ღირებულება 23 მილიონი ლარია.
პროექტის მიხედვით, 2 სასკოლო შენობა უნდა აშენდეს, რომელიც მოიცავს ღია სივრცეებს, კაფეს, სპორულ დარბაზებს და ა.შ.BM