სიახლეები
-
23 თებერვალი 2019
თქვენი რეკლამა
თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის „გლობალ უნი გრუპი“ ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობას წლის ბოლოდე დაიწყებს
თბილისში მუხიანსა და გლდანს შორის ახალი საცხოვრებელი უბნის მშენებლობა წლის ბოლომდე დაიწყება. ამის შესახებ „კომერსანტს“ ექსკლუზიურად პროექტის ინვესტორი კომპანია „ბრუმველის“ პარტნიორმა საქართველოში „გლობალ უნი გრუპის“ დირექტორმა დავით ალექსიძემ განუცხადა.
მისი ინფორმაციით, აქტიურ ფაზაშია შესული საცხოვრებელ უბნამდე მისასვლელი გზის და საკომუნიკაციო სისტემების მშენებლობისთვის პროექტირების ეტაპი. „ახლა ვმუშაობთ GWP-სთან, ყაზტსრანსგაზთან,სილქნეტთან კომუნიკაციების უზრუნველყოფასთან დაკავშირებით“-აღნიშნავს ალექსიძე.
როგორც საქართველოში „გლობალ უნი გრუპის“ დირექტორი განმარტავს, ამის შემდგომი ეტაპი იქნება შენობების არქიტექტურული პროექტირება და თითეულ შენობაზე ნებართვის მიღება. ალექსიძის განცხადებით, შემოდგომისთვის პროექტირება სავარაუდოდ დასრულებული იქნება და უკვე ტენდერის საფუძველზე სამშენებლო სამუშაოების შემსრულებელი კომპანიების შერჩევა მოხდება.დამტკიცებულია კომპანიის მიერ წარდგენილი გენერალური განვითარების გეგმა, რომლის ფარგლებშიც უნდა მოხდეს ტერიტორიის ათვისება.
პროექტის მიხედვით, გათვალისწინებული 2 სკოლის, 2 საბავშვო ბაღის, სპორტული და საცხოვრებელი კომპლექსების, სასტუმროს, ასევე საზოგადეობრივი ადგილების, დასასვენებელი და სავაჭრო ცენტრების მოწყობა. განხორციელდება 230 - 250 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია. შედეგად, თბილისს ექნება ეკოლოგიურად სუფთა უბანი, რომელიც სრული თანამედროვე ინფრასტრუქტურით იქნება გამართული.
პროექტის მიხედვით საუბარია 60 ჰექტარის ტერიტორიაზე მუხიანსა და გლდანს შორის. როგორ ცნობილია, კომპანია „ბრუმველს დეველოპმენტის კუთხით გამოცდილება აქვს აშშ-ში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელში, ბოლო პროექტი კი, რომელიც განახორციელეს, პრაღაში საცხოვრებელი დასახლების შექმნაა.ტეგები