სიახლეები
-
09 თებერვალი 2019
თქვენი რეკლამა
მტკვარი ჰესი ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა
მტკვარი ჰესი, ერთ-ერთი ენერგეტიკული პროექტია, რომელსაც თანაინვესტირების ფონდი ახორციელებს. როგორც ფონდის ხელმძღვანელი, გიორგი ბაჩიაშვილი აცხადებს, ამ დროისთვის პროექტის 75% უკვე განხორციელებულია და ჰესი ექსპლუატაციაში 2020 წელს შევა.
„უკვე გაყვანილია 7 კილომეტრი და 800 მეტრი სიგრძის გვირაბი, დარჩენილია 2 კილომეტრი, აშენებულია თითქმის სრულად სათავე ნაგებობა და შენობები. ჰესის ექსპლუატაციაში გაშვებას 2020 წლის შუაში შევძლებთ“-აცხადებს გიორგი ბაჩიაშვილი.თანაინვესტირების ფონდმა მტკვარი ჰესის საინვესტიციო პროექტი 2016 წელს წარადგინა. პროექტი, რომლის ჯამური საინვესტიციო მოცულობა $131 მლნ ამერიკულ დოლარს უტოლდება სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ახალციხის და ასპინძის მუნიციპალიტეტებში, მდ. მტკვარზე ხორციელდება. „მტკვარი ჰესის“ დადგმული სიმძლავრე 53 მგვტ-ს იქნება, ხოლო საშუალო წლიური გამომუშავება 251.5 მლნ. კვტ.სთ.-ს უტოლდება.